logo
ENG



უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის გზავნილები

06 მარ 202420:41
3 წუთის საკითხავი
 

დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კიდევ ერთ ფორუმს დაუპირისპირდა ქართული ოცნება. ღონისძიებაზე ხელისუფლებაც იყო მიწვეული, არ მივიდა, მაგრამ თავს დაესხა საჯარო განცხადებებით. უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია რონდელის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ტყუილების კონა - ასე უწოდა ქართულმა ოცნებამ შეკრებას, რომელიც ამერიკის ელჩმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობს კანადის ყოფილი პრემიერიც. ხვალ კონფერენციას სიტყვით მიმართავს ისლანდიის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა.


close დახურვა