მიტოვებულ და ავარიულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები დახმარებას ელოდებიან. ახალციხეში, სკოლა-პანსიონისა და კომისარიატის ყოფილ შენობაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დროებითი თავშესაფრის დატოვებას მეპატრონე და სასამართლო სთხოვს, წასასვლელი კი არსად აქვთ. თვითმმართველობა მათ დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ მეშვიდე წელია, უფუნქციოა და დანიშნულება ვერ მოუძებნეს შენობას, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს უკვე 200 000 ლარი დაუჯდა.
