logo
ENG



უსიმპტომო პაციენტებს საქართველოში პლაქველინით არ ვმკურნალობთ - ცერცვაძე

20 აპრ 202023:37
3 წუთის საკითხავი
clock 1206
rj6okatonppqkbi.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას ეხმაურება საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობის პროტოკოლის შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბ გურულის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია პლაქველინით უსიმპტომო პაციენტების მკურნალობის შესახებ სიცრუეა.

„ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ. 

ახლა რაც შეეხება პლაქვენილის ავკარგიანობას: არავის, მათ შორის არც ჩვენ არასდროს უთქვამს, რომ პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, ჩვენც და მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა (შესაძლოა რემდესივირის შემდეგ) იმ 15-ზე მეტ მედიკამენტს შორის, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს და რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ჩვენს პროტოკოლშიც სიტყვა-სიტყვით ასე წერია. ამასთან ისიც წერია, რომ COVID-19-ის ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


close დახურვა