logo
ENG



უსიმპტომო პაციენტებს სწრაფი ტესტი არ ჩაუტარდებათ - თამარ გაბუნია

26 მარ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა იმართება.

კომისიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და მინისტრთა კაბინეტთან ერთად მასში მონაწილეობას თბილისის მერი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იღებენ. 

შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გააკეთა. თამარ გაბუნიას თქმით, სწრაფი ტესტების მეშვეობით ანალიზების პასუხის გაგება დაახლოებით საათ-ნახევარშია შესაძლებელი. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა სწორედ სწრაფი ტესტები იქნება. 

"პირველი რიგი ტესტირება შეეხება მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებს და სიმპტომურ პაციენტებს. უსიმპტომო პაციენტებს ტესტი არ ჩაუტარდებათ. ეს არის "პისიარ" ტესტი. ამ ტესტების სანდოობა არის ძალიან მაღალი. საათ-ნახევარი სჭირდება ტესტის წარმოებას და შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდება პასუხის მისაღებად. ტესტის ტექნოლოგი არის იგივე - იღება ნაცხი", - განაცხადა თამარ გაბუანიამ.   

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 77 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 10 პაციენტი უკვე განიკურნა. კარანტინში 4055 ადამიანი იმყოფება. 


close დახურვა