logo
ENG



უსუფაშვილი: ერთადერთი, რის გამოც მათ კანონპროექტის ჩაგდება სურთ, დაბალი რეიტინგია

13 ნოე 201911:06
3 წუთის საკითხავი
 
pc4ka5ztjvxnjxh.jpg

 

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხს ამ წუტებში "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში განიხილავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. როგორც "შენობის მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც მმართველ გუნდს კანონპროექტის ჩაგდების სურვილი აქვს - ეს "ოცნების" დაბალი რეიტინგია. 

 

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავრობა, სახელისუფლებო წრეები, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლების უზურპაციას და პოლიტიკური არეულობის მოწყობას, ეს არ გამოუვათ. ოპოზიციაც, საერთაშორისო წრეებიც, ამაზე აქტიურად მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა მიიღებს პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლებას ეს ტრუკები არ გამოუვა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სანამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი არ გვექნება ხელთ, იქამდე დამშვიდება არ იქნება სწორი. ვამბობდი, რომ დავკარგეთ 3 თვე, სრულიად უაზროდ. პარლამენტი გავიდა შესვენებაზე და საზაფხულო არდადეგები მოიწყო, იმის ნაცვლად, რომ ეს საკითხი წინ წასულიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური ძალების ერთად დგომით და ჩვენი საერთო პოზიციით, რომ თუ ხელისუელბა უკან წაიღებს დანაპირებს, მაშინ ჩვენ ხალხთან ერთად ადეკვატური ნაბიჯები გვექნება. ამ ვითარებაში ხელისუფლება ვერ გაბედავს სიტყვის უკან წაღებას. ერთადერთი მიზანი, რის გამოც მათ შესაძლოა ჰქონდეთ კანონპროექტის ჩაგდების სურვილი არის ის, რომ რეიტინგი მისდით უკან. მათ არ აქვთ უნარი ვინმეს გაუნაწილონ ძალაუფლება. პროპორციული არჩევნები კი კოალიციურ მთავრობას ნიშნავს. ხიფათი მხოლოდ ეს არის. დღეს, რომ შერეული სისტემით გვყავს არჩეული ხელისუფლება, ნაკლები ხიფათის ქვეშ ვართ?!", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 


close დახურვა