პარტია ლელოს წევრი დავით უსუფაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ დაუბრუნდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას.
უსუფაშვილის თქმით, ეს ის დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ევროპისკენ სავალ გზად დაუსახა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის განმავლობაში პარტიები უნდა გაერთიანდნენ და დაუბრუნდნენ შეთანხმებას.
„გთავაზობთ ლელო, რომ ევროპას ერთად მივმართოთ, შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებულებმა მივმართოთ ევროპას. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ევროპამ ევროპისკენ სავალ გზად წარმოიდგინა და ჩვენ ერთად შევიმუშავეთ. დარჩენილ 2-3 კვირაში მხოლოდ ამ ადამიანების [ხელისუფლების] იმედზე ნუ ვიქნებით. ეს არ იქნება სამართლიანი. მათი მიყენებული ზიანის გამოსწორებაც კი აღარ შეუძლიათ, აქედან გაკეთებული განცხადებების შემდეგ რაც ხდება ხოლმე იმ ქვეყნებში. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ამიტომ არის საჭირო ამის გაკეთება 2-3 კვირაში. დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.