logo
ENG



უსუფაშვილი: შემომატება უწყვეტი პროცესია - ახლად შექმნილი პარტიაა

29 მაი 202022:20
3 წუთის საკითხავი
 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ ახალი წევრები მიიღონ. აღნიშნულზე უსუფაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა. როგორც მან განმარტა თავად უსუფაშვილს  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან კომუნიკაცია  ჰქონდა.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის ელისაშვილს მის ოფისში შეხვდა.

„შემომატება ეს უწყვეტი პროცესია. ახლად შექმნილი პარტიაა. გიორგი მარგველაშვილთან საქართველოს პრობლემების მოგვარების თაობაზე და კონკრეტულად ამ არჩევნებით სასურველი და საჭირო რეალობის მიღების თაობაზე მქონდა, ახლაც მაქვს და მომავალშიც მექნება საუბარი. პერსონალური მონაწილეობის ფორმებს გიორგი გადაწყვეტს თავად. ალეკო ბოლოს დაახლოებთ ერთი კვირის წინ მის ოფისში ვნახე, საკმაოდ საინტერესო საუბრები გვაქვს, თუმცა ალეკოს თავისი გეგმები აქვს “,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


close დახურვა