გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა, გაუმართლებელ რისკებზე წავიდეს.
„ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, მიჩნდება განცდა, რომ რუსეთთან თბილი და ახლობლური ანგარიშები აქვს. იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილს კრემლიდან გამოგზავნილ აგენტად ვხედავ ან ივანიშვილს საქართველოს რუსეთში შეთრევა სურს, არა. ერის მამა-მარჩენალის როლში მორიგ ჯერზე შესული მორიგი ლიდერი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა წავიდეს გაუმართლებელ რისკებზე, მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის თემაზე და ზოგადად, ყველა თემაზე,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.