logo
ENG



უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ეუთო-ს დასკვნა შესაძლოა ახალ წლამდე დაიდოს

08 დეკ 201922:37
3 წუთის საკითხავი
 
9ad3bvl97rggwfg.jpg

„დიალოგისთვის დახურული კარი გაიღო და ახლა ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“, - ასე ეხმაურება "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი დიპლომატების შუამდგომლობით, ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრის მეორე რაუნდს.

როგორც უსუფაშვილმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა, თუ ეს კარი ჩაკეტილი დარჩებოდა, წინ ძალიან დაძაბული არჩევნები ჩატარდებოდა. გარდა ამისა, მან ეუთო-ს დასკვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა ორ კვირაში დაიდოს. 

„დასავლელი პარტნიორები სერიოზულ საკითხებს სერიოზულად უდგებიან. ამიტომ არ მგონია რომ ორ დღეში იქნება დასკვნა. იქიდან მოსულ დასკვნას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია მასზეც თქვას, რომ ეს სარეკომენდაციო ხასიათისაა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბოლომდე დახურული და ჩარაზული კარი დიალოგისთვის გაიღო. თუ ეს კარი დარჩებოდა ჩაკეტილი, მაშინ გარდაუვლად გველოდა ძალიან მძიმე ფონზე არჩევნები, რომელიც კარგს არაფერს უქადდა ქვეყანას. ახლა ყველას პასუხისმგებლობაა, რომ არ დავუშვათ "ოცნების" შეცდომა ტრაგიკული აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ამ ხნის განმავლობაში, რაც მათ პროპორციულთან ჩაიდინეს. გუშინ ზუგდიდში ვიყავი და ხალხი აქეთ მიხსნიდა პროპორციული არჩვენების პლუსებს. გვეუბნებოდნენ, რომ შეიძლება ყოველთვის ის არ იყოს ხელისუფლებაში, ვინ მოგწონს, მაგრამ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და იყოს, ის ვისაც უმრავლესობა აირჩევს, ოღონდ ქვეყანა დამშვიდდესო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

 


close დახურვა