„ლელოს“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, პარტია ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მიმდინარეობს ხვალინდელი დღის თაობაზე საკითხების ერთობლივი განხილვა.
უსუფაშვილის თქმით, მარგველაშვილთან ურთიერთობაში არაფერია გამორიცხული.
„თუ თანამშრომლობაში (მარგველაშვილთან) ჩავთვლით, არჩევნებში ერთად მივდივართ თუ არა - ეს ასე არ არის. ვართ თუ არა სისტემურ აზრთა ურთიერთგაცვლაზე, ვფიქრობთ და ვაანალიზებთ საკითხებს ერთად საქართველოს მომავალზე პოლიტიკურ ვითარებაზე, ყველაფერ იმაზე, რასაც პოლიტიკური გუნდია დაკავებული, ინტელექტუალური შრომის ნაწილში, ვართ თანამშრომლები. პარტიული საარჩევნო შრომის ნაწილში, თანამშრომლები არ ვართ. ამ წუთის მდგომარეობაში, ჩვენს ურთიერთობაში არაფერს გამოვრიცხავ. არის ერთობლივი განსჯა, ხვალინდელი დღის თაობაზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.