logo
ENG



უფლებები საქართველო: 12 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს

28 აპრ 202316:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/28/sl9rmpz5dgsim1g.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ინფორმაციით, დღეს დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და ადვოკატებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება იკვეთება.

"სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც უფლებები საქართველოს ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა