logo
ENG



უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად მის სახლთან მოქალაქეები მივიდნენ

09 მაი 202421:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/j424uy9ie4xqil1.jpg

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური აქტივისტისა და ბლოგერის, უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად, მის სახლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც, ხოლო ადვოკატს ამ დრომდე უჩა აბაშიძის სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

***

უჩა აბაშიძის ძმა აცხადებს, რომ ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რა მდგომარეობაშია ბლოგერი. იგი ამასთანავე ამბობს, რომ პოლიციელებს ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ ჩხრეკის ორდერი და არც განუმარტავთ, "საერთოდ არსებობს თუ არა."

"არაფერი განმიმარტეს. ისიც არ ვიცით რა მდგომარეობაშია. მხოლოდ მითხრეს ის, რომ მოძიება მიმდინარეობს და სახლში ვერ შევალ. ვუთხარი, რომ ძმა ვარ და სახლში შესვლის უფლებაც მაქვს, ამაზეც უარი განმიცხადეს. ვკითხე [ჩხრეკის] ორდერზეც, არ წარმოუდგენიათ და არც განუმარტავთ, საერთოდ არსებობს თუ არა.

ბლოგერის ძმა ამბობს, რომ დაკავება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უჩა აბაშიძის აქტიურობას უკავშირდება.

"მგონი, ყველამ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს [დაკავება]. ეს არის იმ დაშინების მცდელობების გაგრძელებაა, რაც აქამდე იყო. ახლა გვეშინია, სახლში რომ არ გვიშვებენ რამე არ ჩაუდონ, ან რამე სისულელე არ მოუგონონ", - თქვა მან. 


close დახურვა