მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის ვიზიტორს, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით შეეძლება საქართველოში შემოსვლა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არავაქცინირებულ ვიზიტორებს, მათ შორის ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ექნებათ შესაძლებლობა, ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ქვეყანაში. ასევე, ვალდებულები იქნებიან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი.
ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პირველი თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლებაც, კერძოდ, თუკი შემოვლენ საზღვარზე ნეგატიური ტესტით, ან ძვლებურად, 8-დღიან იზოლაციაში გადავლენ, ან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით გაკეთებული PCR ტესტის საფუძველზე გათავისუფლდნენ იზოლაციისგან.
იცვლება ისიც, რომ ვისაც არ ექნება ნეგატიური ტესტის დოკუმენტი, 12-დღიანის ნაცვლად 8-დღიანი თვითიზოლაცია დაწესდება.