logo
ENG



უცხოელი სპეციალისტები სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში

10 აგვ 202220:15
3 წუთის საკითხავი
clock 513

"სააკაშვილს უკრაინა აინტერესებს, აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადება არ გაუკეთებია." – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს. შიდა პოლიტიკისგან დისტანცირება და აქცენტი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სააკაშვილის ადვოკატების თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან. ამისათვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვაა საჭირო. ამერიკელი ექიმების ჩამოსვლამდე კი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. "მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს, წონაში კვლავ იკლებს." - ეს მიტროპოლიტ ნიკოლოზის სიტყვებია, სასულიერო პირმა მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" მოინახულა და ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანა აუცილებელია.


close დახურვა