logo
ENG



უწყლობა თეთრიხევის დასახლებაში

09 აგვ 202120:13
3 წუთის საკითხავი
 

ორხევში, თეთრიხევის დასახლებაში 5 დღეა მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდულად ან საერთოდ არ მიეწოდება. მიზეზი ის დაზიანებული მილსადენებია, რომლებიც დასახლებას წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. უწყლოდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გაუსაძლის მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.


close დახურვა