logo
ENG



უხანში რვა დღეში აგებული საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულების მიღებას იწყებს

03 თებ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთის ქალაქ უხანში სპეციალურად კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის 8 დღეში აგებული საავადმყოფო პირველ პაციენტებს დღეიდან მიიღებს. საშიში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ჩავიდა სამხედრო ექიმთა ჯგუფიც.  

ამ დროისთვის საშიში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 362-მდე გაიზარდა. მთელ მსოფლიოში კი 17 ათას 300 ადამიანია ინფიცირებული.

ტაილანდში ერთი ინფიცირებულის განკურნების შემდეგ შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების ნაზავით უკვე მეორე პაციენტს მკურნალობენ. ვირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა ინდოეთსა და შეერთებულ შტატებში, სადაც ჩინეთში მყოფ ადამიანებს შესვლა ეკრძალებათ.

ჩინეთის ხელისუფლება ვაშინგტონს გადამეტებული ზომების მიღებასა და პანიკის გამოწვევაში ადანაშაულებს. თუმცა საგანგებო ზომები რუსეთმაც მიიღო, ყველა უცხოელი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდება, დეპორტაციას დაექვემდებარება. 


close დახურვა