logo
ENG



უხელფასოდ დარჩენილი პერსონალი - კერძო სექტორში კორონავირუსის გამო კრიზისია

19 მარ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

ვირუსით გამოწვეული ვითარება რთულია კერძო სექტორში. დასაქმებულების ნაწილს ხელფასებს უმცირებენ დამსაქმებლები, ხოლო ნაწილმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პერსონალიც უხელფასოდ დარჩა. როგორც იურისტები ამბობენ, ასეთ შემთხვევებში დაქირავებული თანამშრომლის უფლებები არ უნდა დაირღვეს და სახელმწიფო კერძო სექტორის თანამშრომლებს მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს

ხვალიდან დიდ მოლებში აფთიაქების და სუპერმარკეტების გარდა, ყველა მაღაზია იხურება.  მსხვილი ობიექტების მფლობელები მზად არიან, დასაქმებულებს ანაზღაურება გარკვეული პერიოდით შეუნარჩუნონ, თუმცა არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, დახმარებას ისინიც სახელმწიფოსგან ელოდებიან. ჯერჯერობით უცნობი რჩება, შეუჩერებს თუ არა იჯარის გადასახადს მაღაზიებს მოლების ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ ხშირია დამსაქმებლებისგან თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტები, პროფესიული კავშირი და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები შექმნილ კრიზისულ პერიოდში დამსაქმებლებს,  თანამშრომლების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე , კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმუშევრების რაოდენობის კიდევ გაზრდა გარდაუვალია. მსხვილი საცალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მაღაზიების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი მაღაზია დაიკეტება თუმცა რა ბედი ელით თანამშრომლებს გაურკვეველია. 


close დახურვა