logo
ENG



უხვი ნალექის გამო მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

10 თებ 202013:43
3 წუთის საკითხავი
 

უხვი ნალექის გამო მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გზებზეც, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია.

ხულოს მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შიდა სოფლებში მოქალაქეები ცენტრალურ გზას საცალფეხო ბილიკებით უკავშირდებიან. მძიმე ტექნიკა ცდილობს გზების გაწმენდას ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურსა და ქედის მუნიციპალიტეტებში. ბათუმის ქუჩებში კი ეტაპობრივად იყრება ტექნიკური მარილი.


close დახურვა