logo
ENG



ფადი ასლი: ეს არის გაფრთხილება, ამერიკა ამბობს, რომ საქართველოში კორუფციაა

07 ივლ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის დახმარების 15 პროცენტით შეჩერებას ბიზნესმენები აფასებენ. მათი განცხადებით, ეს არის გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლის განცხადებით, მსგავსი სახის გაფრთხილება ამერიკას საქართველოსთვის 2004 წლის შემდეგ არ მიუღია.

„ეს არის გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან თქვენ იცით, რომ 15 პროცენტი დაახლოებით 20 მილიონია, რაც არ არის დიდი თანხა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამერიკა ამბობს: არის კორუფცია, სასამართლო არ მუშაობს და ბიზნესები ვიწროვდება. ეს ამერიკას აღარ უთქვამს 2004 წლის შემდეგ და უკან დავბრუნდით. საქართველოს მთავრობამ ეს უნდა მიიღოს სერიოზულად, შესაძლებელია, რომ დაწესდეს სანქციებიც“, - განაცხდა ფადი ასლიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.


close დახურვა