აქტივისტ ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრი ვანო მაღალაშვილი პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან გაიტაცა.
"ინტერვიუ მივეცით, ვსაუბრობდით და უცბად - თქვენს სატელევიზიო კომენტართან დაკავშირებით საქმე გვაქვსო და მანქანაში ჩატენეს. ქართული ოცნების ბოლო რეპრესიული გაბრძოლება!" - წერს ფავლენიშვილი.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.