logo
ENG



ფავლენიშვილი: ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა

16 ოქტ 202119:01
3 წუთის საკითხავი
 
ფავლენიშვილი: ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა
ფოტო: ფორმულა

სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობის დროს 2 აქტივისტი დააკავეს. 

"ორი ადამიანი არის დაკავებული, მათ შორის ერთი აქტივისტი, არის გიორგი რურუაა და მეორე ბათუმელი აქტივისტია. [ისინი დააკავეს ] როდესაც პოლიცია გვაწვებოდა ყოვლად უმიზეზოდ, არაფერი კანონის საწინააღმდეგო ჩვენ არ ჩაგვიდენია, უბრალოდ პოლიციას სურს რომ გადაგვჯეგოს, ძალით მოგვაწვეს და ამ დროს ადამიანები როცა წინა რიგში იყვნენ გაიტაცეს", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს.

აქცია უკვე დასრულებულია. აქტივისტები რუსთავის ციხისკენ მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად გაემართნენ.

ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია დღეს დაფუძნებულმა მოძრაობამ მიშას თავისუფლებისთვის გამართა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო და მე-16 დღეა შიმშილობს. 

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა.


close დახურვა