უახლოვდება თუ არა პროცესები ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ ჩიხს - კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატებად ის პირები გამოარჩია და რეკომენდაცია გაუწია, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ფავორიტები არიან. ივანიშვილის პარტია წინასწარვე დაუპირისპირდა აბაშიძე, ჯანეზაშვილი, ბურჯანაძის სამეულს. კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა და ყველაზე მაღალქულიანი კანდიდატების ჩაგდება, სპეციალისტების თქმით, პირდაპირი სიგნალი იქნება, რომ ოცნება ევროკომისიის 12-დან ერთ პუნქტს არ ასრულებს.