საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს. საქმე ფარავანჰესის დაცლას ეხება, რის შემდეგაც აუზის ფარები გაიხსნება და სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონე 40 სმ-მდე მოიმატებს. მდინარის ადიდების გამო, გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება იკრძალება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენონ სიცოცხლე საფრთხის ქვეშ. ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით, სამაშველო ჯგუფები იმორიგევებენ.