logo
ENG



ფარულავას თქმით, აქტივისტების დაკავებებით გამორჩეული გოგა მემანიშვილი დააწინაურეს

21 ივლ 202121:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/21/utw54otay0j9ahb.jpg

აქტივისტის ნიკა ფარულავას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ძმის ნათლული, მთაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელი გოგა მემანიშვილი, დააწინაურეს. ფორმულა ინფორმაციას გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. 

როგორც ფარულავა Facebook-ზე წერს, მემანიშვილი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

აქტივისტი წერს, რომ სწორედ მემანიშვილმა მოტეხა მას და კიდევ ერთ აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ხელი, საპროტესტო აქციაზე დაკავებისას. 

"გოგა მემანიშვილს აქტივისტების დევნაში გაწეული ღვაწლი დაუფასდა და დააწინაურეს თბილისის საპატრულოს უფროსის მოადგილედ. წინასაარჩევნო პერიოდი და სამოქალაქო პროტესტი კიდევ უფრო რეპრესიულ გარემოში ჩაივლის. მეტი უკანონოდ დაკავებული და დაჯარიმებული აქტივისტითა და დაზარალებული დემონსტრანტებით. ეს ის გოგაა, მე და მაქარაშვილს ხელები რომ მოგვტეხა და ადამიანების თავისუფლებით რომ გვევაჭრებოდა - დაიშალეთ და გამოვუშვებთო", - წერს ფარულავა. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მემანიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახლი აჩუქა, ეს კი, მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მალევე მოხდა. 


close დახურვა