logo
ENG



ფარული კენჭისყრა უკანონობის რისკს ზრდის - საკონსტიტუციოში ომბუდსმენის საჩივარს განიხილავენ

05 ივლ 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა იწყება. სარჩელის მიზანი იმ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ფარულად არჩევს.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებული ნორმა უკანონო გარიგებების და პროცესზე ზეწოლის რისკებს ქმნის.

„ვენეციის კომისია და ოდირი პირდაპირ ამბობენ იმას, რომ ეს ნორმა, ეს ბუნდოვანება - ფარული კენჭისყრა, ნებისმიერ შემთხვევაში იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც უკანონო გარიგებები, რაღაც გარეშე ზეწოლები განხორციელდეს ამ პროცესზე და ბუნებრივია, ამის უკან მრავალ უკანონობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. გამჭვირვალების მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ ყველაფერი ჩანს და ნებისმიერი უკანონო ქმედებების ჩადენა გამოირიცხება, იმიტომ რომ ეს მარტივად გამოვლენადი იქნება. რაც უფრო ფარულია პროცესი, ბუნებრივია, არსებობს მეტი უკანონობის რისკი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ 12:00 საათზეა დანიშნული.  მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია.


close დახურვა