logo
ENG



ფარცხალაძის მცველები - შაბათის ფორმულა

23 სექ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

რატომ გახდა თუ აღმოჩნდა, ოთარ ფარცხალაძე ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხელისუფლებისთვის, რომ მზად არიან ქვეყნის ინტერესი დააზიანონ - ამ კითხვას ერთი სწორი პასუხი აქვს და რა თქმა უნდა ეს ბიძინა ივანიშვილია - რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი, დიდი ალბათობით ფინანსური ინტერესი, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი კავშირები ეფესბესთან, რუსულ სპეცსამსახურებთან და მათი გავლენის აგენტთან, ოთარ ფარცხალაძესთან, ქართული ოცნება ალბათ ნაკლებად შეიწუხებდა თავს დამსგავსებოდა იმას, რასაც დაემსგავსა და ასე ღიად გადასულიყო შეერთებული შტატების მიერ გაშიფრული აგენტის დაცვაზე.


close დახურვა