რუსთავი 2-ისთვის ბრძოლა ევროპულ სასამართლოში გრძელდება. ძმებმა ყარამანიშვილებმა ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გადასინჯვა დიდ პალატაში მოითხოვეს. პარალელურად გრძელდება დვალი-აქიმიძის ბრძოლა ეროვნულ ინსტანციაში. საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60 პროცენტს ყადაღა დაადო.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებოდით სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რადგან ფაქტობრივად შედეგი მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ იყო დაყენებული. გარკვეულწილად ფაქტები იყო დამახინჯებული, სასამართლოს მიერ არ იყო ორივე მხარის ფაქტები გაზიარებული და გარკვეუწილად ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ამიტომ ყველანაირი საფუძველი გვქონდა, რომ ეს გასაჩივრებულიყო დიდ პალატაში,"- აცხადებს იუისტი თამთა მურადაშილი.