სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.
"მტერმა არცახის რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდაცვის არმია თავდასხმას წარმატებით უმკლავდება.
მოგიწოდებთ, ენდოთ ინფორმაციიის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს". - წერს ფაშინიანი.
არცახი ისტორიული პროვინციაა, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის განცხადებით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
ოფიციალური აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.