logo
ENG



ფაშინიანი: სომხეთმა გადაწყვიტა, ОДКБ-სთან ურთიერთობები ყველა დონეზე გაყინოს

01 სექ 202419:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/odfg8v2ozkx7wvj.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) ურთიერთობები ყველა დონეზე გაყინოს.

პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა, რომ სომხეთის პოზიციაა, სრულად დისტანცირდეს პრორუსული ბლოკისგან.

"ჩვენ ამ ეტაპზე საკმარისად მიგვაჩნია ეს გადაწყვეტილება", - თქვა მან.

ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ ОДКБ-მ არ გაააქტიურა რეაგირების მექანიზმი 2021 და 2022 წლებში, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვრების დარღვევის დროს.

 


close დახურვა