logo
ENG



ფაშინიანის თქმით, სომხეთი მხოლოდ რუსეთთან სამხედრო პარტნიორობას ვეღარ გააგრძელებს

02 თებ 202414:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/02/vbcj34tmc72gzd3.jpg

პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთს აღარ შეუძლია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და თავდაცვითი კავშირების მხოლოდ რუსეთთან გაძლიერება, როგორც ეს ადრე იყო. ამის შესახებ მან სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.

ფაშინიანის აზრით, სომხეთმა არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეცვალოს. მან არ გამორიცხა, რომ შესაბამის დოკუმენტს წლის ბოლოსთვის მიიღებენ. მისი აზრით, აუცილებელია გადაიხედოს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა და ჩამოყალიბდეს იდეა ვისთან და როგორ უნდა ითანამშრომლოს ქვეყანამ თავდაცვის სფეროში.

"უნდა გავარკვიოთ, ვისთან უნდა განვავითაროთ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. წარსულში ასეთი საკითხი არ იდგა, როგორც არ იყო სირთულე კონცეფციასთან. წარსულში სომხეთის თავდაცვის სფერო 97%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული. ახლა ეს ასე ვერ იქნება ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე", - თქვა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, კონცეფცია უნდა მოიცავდეს კონკრეტულ შეთანხმებებს, რომლებიც რეალიზდება. გარდა ამისა, სომხეთმა უნდა გამოარკვიოს, როგორი ურთიერთობები დაალაგოს ირანთან, ინდოეთთან, საქართველოსთან, აშშ-სთან, საფრანგეთთან და რუსეთთან, დარჩება თუ არა ODKB-ს შემადგენლობაში.


close დახურვა