logo
ENG



ფედეროვი: უკრაინის IT არმიამ გატეხა ვაგნერის ჯგუფის საიტი, მოიპოვა დაქირავებულთა მონაცემები

20 სექ 202201:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/9ccskkb3vq2t2ts.png

უკრაინის IT არმიამ გატეხა ვაგნერის ჯგუფის ვებგვერდი და დაქირავებული პირების პერსონალური მონაცემები მოიპოვა. ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს დაქირავებულთა ყველა პერსონალური მონაცემი! ყველა ჯალათს, მკვლელს და მოძალადეს მძიმე სასჯელი ემუქრება. შურისძიება გარდაუვალია!" - წერს ფედოროვი.

ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსსა და იურიდიული პირების რეესტრში.

სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები მონაწილეობენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული.


close დახურვა