logo
ENG



ფედოროვი: ბოლო ერთ კვირაში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქიდან მხოლოდ 906 ადამიანი გაათავისუფლეს

06 ნოე 202217:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/2jsewf801n80we9.jpg

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქიდან მხოლოდ 906 ადამიანი გაათავისუფლეს.

"ყოველდღე ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუჰანსკისა და დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები ცდილობენ ოკუპაციას თავი დააღწიონ და გადავიდნენ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ერთი კვირის განმავლობაში, ზაპოროჟიეს 4 რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან მხოლოდ 906 ადამიანი გაათავისუფლეს. კიდევ ათასობით ადამიანი ელოდება თავის რიგს," - თქვა მელიტოპოლის მერმა.

ფედოროვი ამბობს, რომ ზაპოროჟიესკენ გასამგზავრებლად, რუსი ოკუპანტები აიძულებენ მოსახლეობას საშვი გასცენ ოკუპირებული დასახლებების ე.წ. "კომენდანტის ოფისში".

მელიტოპოლის მერის თქმით, ვინაიდან ადამიანების დიდ რაოდენოაბს სურს ევაკუაცია, საშვის ლოდინის პერიოდი ზოგჯერ ერთ თვემდე გრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მელიტოპოლში სია დეკემბრის შუა რიცხვებამდე ივსება.


close დახურვა