logo
ENG



ფედოროვი: მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

15 ნოე 202215:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/dqcwz96nnuzp4s3.jpg

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ფედოროვის თქმით, დაშავდა 1 ადამიანი, მელიტოპოლის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ტრუხინი, რომელიც ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

"ძლიერი აფეთქება მოხდა მელიტოპოლის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ უბანში, 24-ე სკოლის მახლობლად, სადაც კიდევ ერთი ოკუპანტების ბუდეა თავმოყრილი. წინასწარი ინფორმაციით, მეზობელ სახლში აფეთქების ტალღამ მე-4 სართულის ფანჯრები ჩაამტვრია", - თქვა მელიტოპოლის მერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა