logo
ENG



ფედოროვი: უკრაინამ მელიტოპოლში ოკუპანტების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურა

28 აგვ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/28/blia0oj6k32157g.jpg

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ცნობით, უკრაინამ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ოკუპანტების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურა.

ფედოროვის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ქალაქიდან 10 კმ-ში სოფელ მირნიში განადგურდა იმ შენობათაგან ერთ-ერთი, რომელსაც ოკუპანტები ე.წ რეფერენდუმის გასამართად ამზადებდნენ.

ქალაქ მელიტოპოლში კი უკრაინის ძალებმა რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა გაანადგურეს, რომელიც "ავტოქოლორლიტის" ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

„მტრის დანაკარგებზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია - უკრაინის მიწაზე ოკუპანტები, რბილად რომ ვთქვათ, არაკომფორტულად არიან და აქ მათ არავინ ელის. ბოლო 3 კვირაა მათ ყოველდღე რაღაც ემართებათ. ჩვენ ველით კეთილი ნების ჟესტს - მათ უნდა დატოვონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები“ - განაცხადა ფედოროვმა.

გუშინ ღამით, ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ მელიტოპოლსა და სოფელ მირნიში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა.

 

close დახურვა