logo
ENG



ფეკალური მასები ქუჩაში - ზუგდიდში დაზიანებული მილი მოსახლეობას აზარალებს

14 მაი 202012:04
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კანალიზაციის მილი უკვე თვეზე მეტია დაზიანებულია და ფეკალური მასები მიწის ზედაპირზე იღვრება.

ადგილობრივების აცხადებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციას, ასევე ზუგდიდის მერიას არაერთხელ მიმართეს თუმცა, მათი მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

„საცხოვრებელი კორპუსია, ბავშვები დარბიან. გაუსაძლისი სუნია და ფანჯრებს ვერ ვაღებთ. მერიიდან იყვნენ მოსულები, გახედეს და წავიდნენ. განა ბევრს ვითხოვთ? პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვისკენ რომ მოგვიწოდებენ, როგორ დავიცვათ?“, - აცხადებენ ადგილობრივები. 


close დახურვა