logo
ENG



ფემიციდი ე.წ. დედის კულტის ქვეყანაში

05 ივლ 202019:31
3 წუთის საკითხავი
 

მომეტებული აგრესიის ზოგად ფონზე შესაძლოა ვინმეს მიაჩნდეს, რომ ცალკეული ჯგუფების გამოყოფა და მათზე აქცენტის გაკეთება ხელოვნურია. 

არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა გარემოში, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალებზე ძალადობის თემა გაზვიადებულია და მეტიც - მისი ხელოვნურად აქტუალიზაციით ვიღაცები გრანტებს იღებენ. 

დედის კულტის ქვეყანაში  მომავალ დედებს საშოშივე კლავენ, სცემენ და ახლა უკვე ცეცხლსაც უკიდებენ. „ღირსების მკვლელობა" - ასე იმართლებენ თავს მოძალადეები, როდესაც ქალს კლავენ.

საზოგადოება ფემიციდს თითქოს სათანადოდ არ გმობს, თუმცა ჩვენ მნიშვნელოვანი რამ გვავიწყდება: ყოველი მოკლული ქალი, შესაძლოა, ჩვენი შვილი, და ან დედა იყოს.  

ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს - იმატებს. 


close დახურვა