logo
ENG



ფემიციდის მძიმე სტატისტიკის შესამცირებლად ახალი რეგულაციების გატარება იგეგმება

27 ოქტ 201920:24
3 წუთის საკითხავი
 
at7y8vly7bqy3qm.jpg

ფემიციდის მძიმე სტატისტიკის შესამცირებლად ახალი რეგულაციების გატარება იგეგმება. პროექტი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა, პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება,  ცვლილება კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კანონში შედის.

ცვლილებების დამტკიცების შემდეგ სამართალდამცველებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული წესით უთვალთვალონ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შემაავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონული სამაჯურის გამოყენება საჭირო პრევენციული ზომაა, თუმცა - არასაკმარისი. სამაჯური ექნება, როგორც მსხვერპლს, ისე - მოძალადეს, მიახლოების შემთხვევაში კი ქალს პოლიციის გამოძახება შეეძლება.

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელისთვის ცვლილება დაგვიანებულია. ბაია პატარაია არ არის დარწმუნებული, რომ პოლიცია ძალადობის განმეორების რისკებს სწორად შეაფასებს.

სხვა უფლებადამცველები ამ მიმართულებით პოლიციელების გადამზადების საჭიროებაზე მიუთითებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ძალადობის სამიზნე 6 000-მდე ქალი გახდა, 22 კი მოკლეს. მკვლელობის 5-მდე შემთხვევა იყო 2019 წელსაც.

 

 


close დახურვა