logo
ENG



ფერაძე: 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე 27 ობიექტი დაჯარიმდა, 6 018-ს საქმიანობა შეუჩერდა

14 დეკ 202013:11
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/14/njn3otjv4y8laxm.jpg

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, შეზღუდვების ამოქმედების დღიდან, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე 27 ობიექტი დაჯარიმდა, 6 018-ს კი საქმიანობა შეუჩერდა.

როგორც მან ისაუბრა, ჯამში ინსპექტირება 20 000-ზე მეტ ობიექტზე ჩატარდა. მისივე თქმით, 12-13 დეკემბერს სულ 3 ობიექტი დაჯარიმდა.

"12-13 დეკემბერს სულ ზედამხვედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი გაფრთხილება, 72 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა მისი დეტალური შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოპოკოლის მიხედვით და დადგინდა, რომ შესაბამისობაშია პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. რაც შეეხება რემონიტორინგის შედეგებს, განხორციელდა 42 ობიექტის შემოწმება და დადგინდა, რომ 32 ფაქტობრივად ითვალისწინებდა პროპოტოკოლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო 3 დაჯარიმდა პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის.

ჯამში 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიეტზე, საქმიანობა შეუჩერდა 6 018 ობიექტს, რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმდა 467 ობიექტი და სამწუხაროდ, კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი", - განაცხადა ფერაძემ.

ქვეყანაში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. დაიხურა კაფე-ბარები და რესტორნები, ფიტნესკლუბები, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 5:00 საათამდე.


close დახურვა