logo
ENG



ფერაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე: ეს სისტემა უნდა დაინგრეს

18 დეკ 201908:12
3 წუთის საკითხავი
 
xpal6w5xu12644b.jpg

ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ ნატა ფერაძე აქტივისტებთან ერთად დიღმის პოლიციის შენობასთან მივიდა და პოლიციის შენობის წინ პროტესტის ნიშნად წარწერები დატოვა. დიღმის პოლიციასთან  იმყოფებოდნენ მოძრაობა "გაბედეს" წევრებიც. მათ პოლიციის შენობის კედელზე ბანერი წარწერით „ამის დედაც" დატოვეს, რომელიც მოგვიანებით  სამართალდამცავებმა  ჩამოხსნეს. ფერაძემ "ფორმულასთან" საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა. 

"ბავშვი რომელიც დაიღუპა, ეს ჩვენი სისტემის მსხვერპლია და ისაა ჩემი შვილის თანატოლი ზუსტად. ეს სისტემა უნდა დაინგრეს",-აცხადებს ნატა ფერაძე. 

რაც შეეხება მოზარდის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს მარინე ჩოლონიანს, "მოძრაობა" გაბედეს წევრების თქმით, იგი არაერთხელაა შემჩნეული უკანონო ქმედებაში თუმცა მხოლოდ მისი დასჯა არასკმარისია. 

"ჩვენ არ გვყავს ბავშვები ასე ტრაგიკულად დასაკარგი. აუცილებლად უნდა დაისაჯონ კონკრეტული დამნაშავეები. ჩოლოიანზე არაა აქ აქცენტი, ამ ადამიანის დასჯას ვითხოვთ უკვე მე-8 წელია, რადგან იგი ბიძნური ჩვენებების მიღებაში არაერთხელაა შემჩნეული",-აღნიშნა ნიკა პეტრიაშვილმა.

 


close დახურვა