logo
ENG



ფიდანი: ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოხდეს

04 ნოე 202416:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/04/aordrw5osvw9ylg.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს.

მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო ენის გამონახვის გზებს კვლავ ეძებენ, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესში დამარცხებულად წარმოჩენა არცერთ მხარეს არ სურს.

"ჩვენ ორივე მხარესთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. მათ ყოველთვის ვუსმენთ. მეგობარი მხოლოდ მწარე სიმართლეს ლაპარაკობს და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენც. ორივე მხარის გადაღლილობამ, შესაძლოა, 2025 წელს ახალი ვითარება შექმნას. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია", - განაცხადა ფიდანმა.


close დახურვა