ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისის მერიასთან - ერთმანეთს სამოქალაქო აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებაც - სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ 6 ადამიანი დააპატიმრა.
როგორც აქტივისტები ამბობენ, ხელისუფლება მათ მიმართ ტერორს მიმართავს და რეპრესიულ პოლიტიკას ახორციელებს.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 საათამდე აძლევენ დროს მათი თანამებრძლების გასათავისუფლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომენდანტის საათის დემონსტრაციულ დარღვევასა და აქციებს აანონსებენ.
„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - დღეს ცხრა საათამდე შვიდივე აქტივისტი უნდა იქნეს გათავისუფლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვაწყობთ მსვლელობას მათი გათავისუფლების მოთხოვნით. დაე, ამ ადამიანებმა მთელი ღამის განმავლობაში გვდიონ. ცხრა საათის შემდეგ დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და დავიწყებთ მსვლელობას", - ამბობენ აქტივისტები.
სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის მერიასთან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან სურდათ შეხვედრა.