logo
ENG



ფილიპ რიკერმა შეხვედრები NGO-ებთან მედიაზე საუბრით დაიწყო

07 ივნ 202110:39
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური ტელეკომპანიების მენეჯერების სამართლებრივი დევნა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობის ხელის შეშლა - ეს საკითხები იქნება განხილვის საგანი კოალიცია მედია ადვოკატირების წარმომადგენლებსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის.

მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, საქართველოში მედიაგარემო უარესდება და ჟურნალისტებისთვის სახიფათო ხდება.

როგორც ამბობენ, ისინი რიკერს სწორედ ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და მედია მენეჯერების სამართლებრივ დევნაზე მოუყვებიან. 

ფილიპ რიკერმა რეგიონული ტურნე საქართველოთი დაიწყო. ის სამოქალაქო საზოგადოებას, თავდაცვის მინისტრსა და პრემიერს შეხვდება. პრესკონფერენციას გამართავს მედიისთვის, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებსაც მოუსმენს. 


close დახურვა