logo
ENG



ფილიპინელ ჟურნალისტს კიბერ ცილისწამების გამო, 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება

15 ივნ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 
781fysvr2jjwiys.jpg

ფილიპინელ ჟურნალისტს "კიბერ ცილისწამების" გამო, ექვს წლიანი პატიმრობა ემუქრება. მარია რესასთვის, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის მამხილებელი მწვავე სტატიებითაა ცნობილი, ეს მესამე ბრალია.  

ონლაინ გამოცემა „რაპლერის“ ხელმძღვანელს მანილას პროკურატურა 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება. სტატია ნარკოვაჭრობასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული ბიზნესმენის მკვლელობას ეხებოდა.

გამოცემა „რაპლერს“ ლიცენზია 2018 წელს შეუჩერეს. მის ხელმძღვანელს ბრალი საკუთრებასთან დაკავშირებულ დარღვევებსა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ედება. 


close დახურვა