logo
ENG



ფილოლოგი, ეთნოლოგი და რელიგიათმცოდნე ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა

23 ნოე 202214:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/23/65i9lpahqe9ze1p.jpg

მეცნიერი, ფილოლოგი, ეთნოლოგი, მთარგმნელი, რელიგიათმცოდნე, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი ზურაბ კიკნაძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ კიკნაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

მისი საკვლევი სფერო შუამდინარული ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იყო.

ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია.

მას ეკუთვნის შუამდინარული ეპოსის - "გილგამეშიანის" პირველი თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1978 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის "ოდისეა".

 

 

close დახურვა