logo
ENG



ფინანსთა მინისტრის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის

17 ოქტ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"სავიზო რეჟიმი ერთ-ერთი ამის საშუალებაა, ხომ, კონტროლის საშუალებაა - ვთქვათ, ვინ იქნას შემოშვებული და ვინ არა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, საფრთხეებს ვინ შეიცავს ან ვინ არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ", - თქვა მან.

ხუციშვილის თქმით, თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლს მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე, "შეიძლება იყოს საუბარი".

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს, რადგან მისივე თქმით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შესაძლოა, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.


close დახურვა