logo
ENG



ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების 118 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტს გადასცემს

13 სექ 202414:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/t953as1d2vgxdjy.jpg

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა უკრაინას სამხედრო ტექნიკის 25-ე პაკეტს გადასცემს.

პაკეტის ღირებულება 118 მილიონი ევროა.

„უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენები კვლავ მძიმეა. დაპირებას ვასრულებთ, ფინეთი მატერიალურ დახმარებას გააგრძელებს. ჩვენი გზავნილი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის ის, რომ არ უნდა დავნებდეთ“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

დეპარტამენტის ცნობით, ჯამში ფინეთმა უკრაინას 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვითი სამხედრო მასალა მიაწოდა.


close დახურვა