logo
ENG



ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 30 მლნ ევროს გამოყოფს

19 მარ 202419:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/b9knfw8ixuayi41.jpg

ფინეთის ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ფინეთი ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 30 მილიონ ევროს გამოყოფს.

ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ფინელი პარტნიორების ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის. ერთად გავიმარჯვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.

ჩეხეთმა საკუთარი ინიციატივა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა. ინიციატივას ევროპის 18 ქვეყანა შეუერთდა.


close დახურვა