ფინეთის პრემიერმინისტრი სანამ მარინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს. მისივე თქმით, შემდეგი კვირიდან ახალარჩეულ პარლამენტში დეპუტატი იქნება.
"შემდეგი კვირიდან პარლამენტის წევრის რანგში დავიწყებ მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ უფრო მშვიდი ცხოვრება მექნება", - განაცხადა მარინმა პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ პრეზიდენტობის კენჭისყრას არ აპირებს.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამდებობებთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ჰქონია.
სანა მარინის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მემარჯვენე ეროვნული კოალიციისა და ფინეთის პარტიის შემდეგ, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა.