logo
ENG



ფინეთის პრემიერმა საშობაო მილოცვაში ხალხს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

23 დეკ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/j5jg0drfgn21lj3.jpg

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა საშობაო მილოცვაში ხალხს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ბევრი უკრაინელი ამ შობას და ზამთარს ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე გაატარებს, რადგან რუსული ჭურვები უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას ანგრევს. ახლა, შობას, უკრაინელების გაჭირვება განსაკუთრებით ჟღერს ჩვენს გულებში. არავინ არ ისურვებდა ასეთ შობას... თითოეულ ჩვენგანს შეუძლია [უკრაინას] თავისებურად დაეხმაროს", - თქვა ფინეთის პრემიერმა.

მარინის თქმით, ბევრი ფინელისთვის დადგა პრობლემური დრო, ომის მიერ პროვოცირებული პროცესების შედეგად საქონელსა და მომსახურებაზე გაძვირების გამო.  

"რუსეთი მიზანმიმართულად აშანტაჟებს ფინეთს და მთელ ევროპას ენერგომომარაგების საკითხთან დაკავშირებით, ცდილობს ძირი გამოუთხაროს ფინეთის ერთიან მხარდაჭერას უკრაინისადმი. ჩვენ ზეწოლას და შანტაჟს არ დავემორჩილებით", - განაცხადა მარინმა.


close დახურვა