logo
ENG



ფინეთის ყოფილი პრემიერი: არც იფიქროთ ამაზე, ფინლანდიზაცია იყო ფინეთის შეურაცხყოფა

13 აპრ 202222:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/r9p84ym6w9yfaxj.jpg

მოკლე პასუხი - არც იფიქროთ ამაზე. რაც არ უნდა მოხდეს, არ გადადგათ ეს ნაბიჯი. ფინლანდიზაცია იყო ფინეთის შეურაცხყოფა, ჩვენი ქვეყნის ისტორიის პერიოდი, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ჩვენი ღირებულებები, დასავლეთის ინსტიტუციები, რომელთან მიერთებაც გვსურდა, ასევე მედიის თავისუფლება. მაგალითისთვის, ჩვენ არ შეგვეძლო სოლჟენიცინის "არქიპელაგ გულაგის" გამოცემა 1970-ში. ამ ყველაფერთან ერთად საბჭოთა კავშირი ერეოდა ჩვენი ქვეყნის შიდა საკითხებში. ყველა, ვინც გეტყვით, რომ საქართველომ ან უკრაინამ უნდა გაიარონ ფინლანდიზაციის გზა, მათ უბრალოდ არ ესმით ისტორიის და ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს იყო სუვერენული ქვეყანა, მაგრამ არ გქონდეს მოპოვებული დამოუკიდებლობა. ჩემი პასუხია - არ გადადგათ ეს ნაბიჯი.


close დახურვა